''ფეხბურთელებს დიდი მოტივაცია ჰქონდათ'' - გეგუჩაძე გამარჯვების შემდეგ
Aa
Aa

''ფეხბურთელებს დიდი მოტივაცია ჰქონდათ'' - გეგუჩაძე გამარჯვების შემდეგ

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბორისოვის ''ბატე'' შინ ბათუმის ''დინამოსთან'' 1:4 დამარცხდა. აჭარულმა კლუბმა ისტორიაში პირველად ევროპული ტურნირის ორი ეტაპი გაიარა და მესამე ეტაპზე თურქულ ''სივასპორს'' დაუპირისპირდება, რომელმაც მოლდოვური ''პეტროკუბი'' ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა.

ბორისოვში გამარჯვების შემდეგ ბათუმის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მედიასთან ისაუბრა.

გია გეგუჩაძე: ''ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, რომელმაც გუნდს შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოუპოვა.

მოთამაშეები გავამხნევე, თუმცა ფეხბურთელებისთვის არაფრის ახსნა არ იყო საჭირო, მათ მოტივაცია არ აკლდათ, ბოლომდე დაიხარჯნენ, თამაშის მნიშვნელობა გააზრებული ჰქონდათ, შედეგი ტაბლოზე ჩანს.

არ მითქვამს, რომ ''ბატე'' სუსტი გუნდია. ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი ძლიერი გუნდის დამარცხებით''.

შეგახსენებთ, ორი მატჩის ჯამში ბათუმის ''დინამომ'' ბელარუსული კლუბი 4:2 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები