„ძალიან მახარებს ეს ამბავი
Aa
Aa

„ძალიან მახარებს ეს ამბავი" - ფაჩულია, შენგელია და ბითაძე მამუკელაშვილის არჩევას გამოეხმაურნენ

ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში შეაბიჯა. 2021 წლის დრაფტზე, „მამუ“ 54-ე ნომრად აირჩიეს და იგი მომდევნო სეზონში მოქმედი ჩემპიონის, „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას დაიცავს.

მამუკელაშვილის დრაფტზე არჩევას ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა. Big Z-მ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „ძალიან მახარებს ეს ამბავი. ორი ქართველი მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში. სანდრო, კეთილი იყოს შენი ლიგაში მობრძანება პატარა ძმაო. ამ მომენტით ისიამოვნე. შენი ოჯახისა და შენ გამო სუპერ ამაყი და ბედნიერი ვარ“.

მამუკელაშვილის საუკეთესო 60 ახალგაზრდას შორის მოხვედრას „ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელი, გოგა ბითაძეც გამოეხმაურა. „წავედით სანდროოოოო“, - დაწერა გოგამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. 

სანდროს წარმატება უყურადღებოდ არც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას დაუტოვებია. თოკომ „ინსტაგრამზე" ე.წ „სთორი" გამოაქვეყნა და განაცხადა: „გილოცავ, მამუ. წარმატებები. აბა შენ იცი".

შეგახსენებთ, რომ NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას ახორციელებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები