მესამე ქართველი NBA-ში? - ბეჟანიშვილი დენვერმა მიიწვია
Aa
Aa

მესამე ქართველი NBA-ში? - ბეჟანიშვილი დენვერმა მიიწვია

შესაძლოა NBA-ს ახალ სეზონში ერთბაშად 3 ქართველი კალათბურთელი ვიხილოთ. გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის შემდეგ, საუბარია გიორგი ბეჟანიშვილზე, რომელსაც შანსს „დენვერ ნაგეტსი“ აძლევს. წერს ამერიკელი ჟურნალისტი ადამ ზაგორია.

cbssports-ის ცნობით, 22 წლის ქართველი ფორვარდი დრაფტზე არავის აუყვანია, თუმცა „დენვერმა“ გადაწყვიტა, რომ ბეჟანიშვილი გუნდში მიიწვიოს. საქმე ეხება საზაფხულო ლიგას, სადაც გიორგის შანსი მიეცება. ბუნებრივია, რომ მან ამ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ ზაფხულის ლიგას, ის 8-17 აგვისტოს ლას ვეგასში გაიმართება. მასში მონაწილეობას NBA-ს 30 გუნდი მიიღებს. ბეჟანიშვილთან ერთად საზაფხულო ლიგაზე სანდრო მამუკელაშვილსაც ვიხილავთ.

ბეჟანიშვილი გასულ სეზონში "ილინოისის" რიგებში საშუალოდ 14.7 წუთს თამაშობდა, რა დროშიც მისი მონაგარი 5.1 ქულა, 2.7 მოხსნა, 0.4 გადაცემა იყო.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის 2021 წლის დრაფტის 60 საუკეთესო ახალგაზრდას შორის მოხვდა. „მამუ“ 54-ე ნომრად აირჩიეს და იგი კარიერას NBA-ის მოქმედ ჩემპიონში, „მილუოკი ბაქსში“ განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები