ტოკიო 2020 -  ბაჩანა ხორავამ ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ბაჩანა ხორავამ ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია.

ქართველმა სპორტსმენმა სამი ნახტომი შეასრულა და ყველაზე მაღალი 7.41 მეტრი დააფიქსირა. მეორე ცდაზე ბაჩანა 7.35 გადახტა,ხოლო ბოლოზე 7.17. საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევისთვის ხორავა 8.15 მეტრზე უნდა გადამხტარიყო.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. 

გამოსარჩევია,რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი,რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები