პლესნოი: ''მუხლიც რომ მომტეხოდა, საქართველოსთვის ეს უნდა გამეკეთებინა''
Aa
Aa

პლესნოი: ''მუხლიც რომ მომტეხოდა, საქართველოსთვის ეს უნდა გამეკეთებინა''

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ანტონ პლესნოიმ ატაცში ჯერ 173 კილოგრამი დაძლია, შემდეგ - 177 კილოგრამი და ამ მაჩვენებლით მე-3 ადგილი დაიკავა. ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორის კომენტარი საკმაოდ ემოციურია.

ანტონ პლესნოი: ''მადლობა საქართველოს და ყველას გვერდით დგომისთვის. ბოლომდე ვერ შევძელი პოტენციალის გამოვლენა. 5 დღის წინ დავეცი და ტრავმა მივიღე, მადლობა ექიმებს. დღეს, მათი დამსახურებაა, რომ ეს კილოგრამები დავაფიქსირე.

პირველი მისვლის შემდეგ არც კი ვიცი, როგორ მოვახერხე და ავწიე ეს კილოგრამები. საქართველოსთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. მუხლიც რომ მომტეხოდა, მძიმე ტრავმადაც რომ დამჯდომოდა, მედალი უნდა მომეპოვებინა.

გპირდებით, შემდეგ ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოვიპოვებ.

მადლობა ფედერაციას, მწვრთნელებსა და განსაკუთრებით გიორგი ასანიძეს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოსთვის მედალი მომეპოვებინა''.

პლესნოიმ აკვრაში ჯერ 206 კილოგრამი დაძლია, შემდეგ - 210 კილოგრამი.

საქართველოს წარმომადგენელის გამოსვლა ტრავმის ფონზე წარიმართა, ის დარბაზიდან კოჭლობით გავიდა, თუმცა დაბრუნების შემდეგ ორჭიდში 387 კგ. ასწია, იმდენივეს, რასაც ვენესუელის წარმომადგენელმა, თუმცა ამ უკანასკნელმა ეს პირველმა შეძლო და შესაბამისად, ვერცხლის მედალი მას დარჩა. აღნიშნული მაჩვენებლით, ანტონ პლესნოიმ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცხელი ამბები