ახალი კონტრაქტის უცნობი პუნქტი - რა შემთხვევაში დატოვებს ბენზემა რეალს?
Aa
Aa

ახალი კონტრაქტის უცნობი პუნქტი - რა შემთხვევაში დატოვებს ბენზემა რეალს?

კარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ფრანგი შემტევი „სამეფო კლუბში“ 2023 წლამდე დარჩება. ესპანური  გამოცემა Abc.es კარიმის კონტრაქტის უცნობ დეტალებს ასაჯაროვებს.

წყაროს ცნობით, მადრიდულმა გრანდმა 33 წლის თავდამსხმელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც ბენზემამ უარი განაცხადა. მეტიც, შესაძლოა „რეალის“ „ცხრიანმა“ კლუბი 2022 წლის ივნისში დატოვოს და ამის მიზეზი მეტად საინტერესოა.

ბენზემას თქმით, თუ ის ისევ მაღალ დონეზე ვეღარ ითამაშებს და თავს საუკეთესო კონდიციებში ვერ იგრძნობს თავს, კლუბს დატოვებს. მას არ სურს, რომ დაბრკოლება იყოს იმ გუნდისთვის, რომელმაც ყველაფერი მისცა. ფრანგის თხოვნით, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას წასვლის უფლება ექნება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კარიმმა მომავალი სეზონისთვის ხელფასი 10%-ით შეიმცირა, ხოლო თუ 2022/2023 წლების სეზონში ისევ გუნდში იქნება, ანაზღაურება 15 %-ით შემცირდება. ბენზემა ამ ყველაფერს კლუბის მიმართ სოლიდარობის ნიშნად აკეთებს.

ბენზემა „რეალში“

ფრანგი სუპერვარსკვლავი „ბლანკოსს“ 2009 წლის ზაფხულში „ლიონიდან“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბენზემამ ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა. ყველა ტურნირზე ერთად 559 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 279 გოლი გაიტანა და 144 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები