თორნიკე შენგელია: „ჩემი ოპტიმალური ფორმისგან შორს ვარ
Aa
Aa

თორნიკე შენგელია: „ჩემი ოპტიმალური ფორმისგან შორს ვარ"

26 ივლისს, თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყო.

ნაკარების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ლეგიონერებთან ერთად სუპერლიგის მოთამაშეებსა და ნაკრების ახალგაზრდა კანდიდატებს შეკრებს და პერიოდს, რომელიც FIBA-ს კალენდარში ოლიმპიადის გამო გამოთავისუფლებულია, ეროვნული გუნდის მოსამზადებლად, ახალი სახეების აღმოსაჩენად გამოიყენებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენი ნაკრები 3 კვირის განმავლობაში, ვერის ბაღის დარბაზში მოემზადება. ჯანმრთელობისა და სხვა მიზეზების გამო, ეროვნულ გუნდში რამდენიმე კალათბურთელი ვერ ჩამოვიდა, თუმცა ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისშია.

თორნიკე შენგელია - ეროვნული ნაკრების კაპიტანი

„კემპი შესაძლებლობას გვაძლევს ზაფხულის პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენოთ - ვისაც სჭირდება ფორმაში შევიდეს, დანარჩენმა მოთამაშეებმა კი ფორმის შენარჩუნება შეძლონ. ეს კემპი მნიშვნელოვანი იქნება 2022 წლის ევრობასკეტის მზადებისთვისაც, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს.

ჩემს ფორმას რაც შეეხება, როგორ ფორმაშიც მინდა, რომ მომავალ სეზონს შევხვდე, იმ ფორმისგან ძალიან შორს ვარ, რადგან რამდენიმე დღეა, რაც ვარჯიში განვაახლე. ეს კემპი დამეხმარება და როდესაც ჩემს კლუბს შევუერთდები, სათანადო ფორმაში ვიქნები".

საქართველოს ეროვნულ ნაკრები ილიას ზუროსთან და ასისტენტებთან: მილოშ გლიგორიევიჩთან, მანუჩარ მარკოიშვილთან, ანატოლი ბოისასთან და ასევე, ფიზმომზადების მწვრთნელ ირაკლი შიოშვილთან ერთად, ორჯერად ვარჯიშებს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს გუნდს უახლოესი ოფიციალური მატჩები ნოემბერში ელის.

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები