ინდიანას გადაწყვეტილება - გოგა ბითაძე საზაფხულო ლიგაზე ითამაშებს
Aa
Aa

ინდიანას გადაწყვეტილება - გოგა ბითაძე საზაფხულო ლიგაზე ითამაშებს

„ინდიანა პეისერსმა“ იმ კალათბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ლას ვეგასში გასამართ საზაფხულო ლიგაზე მიიღებენ მონაწილეობას. ახალი სეზონის დაწყებამდე, მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ და საზაფხულო ლიგაზე ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს ვიხილავთ.

„ინდიანას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და გოგასთვის ეს კარგი შანსია, რომ რიკ კარლაილზე შთაბეჭდილება მოახდინოს. „პეისერსის“ მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა, ლას ვეგასის საზაფხულო ლიგა კი 8 აგვისტოს დაიწყება და 17-ში დასრულდება.

გოგა ბითაძის გარდა, ლას ვეგასში კიდევ ორ ქართველს ვიხილავთ. „მილუოკი ბაქსის“ მაისურით სანდრო მამუკელაშვილი იასპარეზებს, რომელიც 2021 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს. „დენვერ ნაგეთსის“ რიგებში კი გიორგი ბეჟანიშვილი ითამაშებს. ეს უკანასკნელი დრაფტის 60 საუკეთესო ახალგაზრდას შორის ვერ მოხვდა, მაგრამ კოლორადოელებისგან შანსი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ გასულ სეზონში მონაწილეობა 45 შეხვედრაში მიიღო. იგი საშუალოდ 5.1 ქულას, 3.3 მოხსნას, 1.3 დაფარებასა და 0.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები