დინამო ბათუმი v სივასპორი: მატჩის არბიტრების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

დინამო ბათუმი v სივასპორი: მატჩის არბიტრების ვინაობა ცნობილია

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმი არენაზე, მინიმალური მარცხის შემდეგ (1-0), გია გეგუჩაძის გუნდმა ბელარუსში,  „ბატეს" დამაჯერებელი ანგარიშით - 1-4 მოუგო (ორი მატჩის ჯამში - 2-4) და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში, 5 აგვისტოს ჩაატარებს. შეხვედრა ბათუმი არენაზე, 21:00 საათიდან დაიწყება. ხოლო, გუნდების საპასუხო მატჩი სტუმრად, 12 აგვისტოს შედგება და სტარტს 22:00 საათიდან აიღებს.

ამ ეტაპზე, ბათუმი არენაზე გასამართი მატის არბიტრების ვინაობა უკვე ცნობილია. UEFA-ს ვებგვერდის ინფორმაციით, ბათუმში ბოსნია და ჰერცოგოვინას წარმომადგენლები იმსაჯებენ. კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 37 წლის ირფან პელჯტო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას სენად იბრისიმბეგოვიჩი და დავორ ბელჯო გაუწევენ. მეოთხე მსაჯი მილოშ გიგოვიჩი იქნება.

ირფან პელჯტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მსაჯობის გამოცდილება აქვს. მას ასევე უმუშავია ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებზე. მანვე განსაჯა მაისში, ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატის მატჩი, სადაც საფრანგეთი დანიის წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0-1).

ფოტო: „დინამო" ბათუმი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები