ტოკიო 2020  - გიორგი მელია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

ტოკიო 2020 - გიორგი მელია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

97 კილოგრამ წონით კატეგორიის რეპეშაჟში ქართველი ფალავანი უნგრელ ალექს გერგო ჟოკეს შეხვდება.

მელია ოლიმპიურ თამაშებზე მერვედფინალიდან ჩაერთო და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრთან მსოფლიო ჩემპიონთან მუსა ევლოევთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ რუსი სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა, რითიც გიორგი მელიას მედლის მოპოვების შანსი დაუტოვა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. გუშინ კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

გამოსარჩევია, რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები