სივასპორის დამარცხების შემთხვევაში დინამო ბათუმის მომდევნო მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

სივასპორის დამარცხების შემთხვევაში დინამო ბათუმის მომდევნო მეტოქე ცნობილია

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმი არენაზე მინიმალური მარცხის შემდეგ (1-0), გია გეგუჩაძის გუნდმა „ბატე" სტუმრად, (ბელარუსი) ანგარიშით - 1-4 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში - 2-4) და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ „დინამო" ბათუმი v „სივასპორის" წყვილში გამარჯვებული პლეი-ოფში „ლოკომოტივი" (ბულგარეთი) v „კოპენჰაგენის" (სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, დავით ხოჭოლავა გამოდის) (დანია) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში, 5 აგვისტოს ჩაატარებს. შეხვედრა ბათუმი არენაზე, 21:00 საათიდან დაიწყება. ხოლო, გუნდების საპასუხო მატჩი სტუმრად, 12 აგვისტოს შედგება და სტარტს 22:00 საათიდან აიღებს.

აქვე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულმა გუნდებმა 350 000 ევრო მიიღეს („დინამო" თბილისი), მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შემოსავალი - 550 000 ევრო, ხოლო პლეი-ოფის - 750 000 ევრო იქნება.

გულშემატკივარი კონფერენს ლიგას 2021-2024 წლამდე იხილავს, ხოლო UEFA ტურნირის გაგრძელების შესახებ შემდეგ იმსჯელებს.მატჩები ხუთშაბათობით გაიმართება, ფინალი კი 2022 წლის მაისში შედგა.

გადამწყეტ მატჩს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები