გადაწყვეტილია - კიელინი იუვენტუსში კიდევ 2 წლით
Aa
Aa

გადაწყვეტილია - კიელინი იუვენტუსში კიდევ 2 წლით

ჯორჯო კიელინი და ახალი კონტრაქტი სპორტულ მედიაში კვლავ განხილვის საგანია. ცნობილია, რომ ვეტერან ფეხბურთელს კვლავ სურს ტურინელთა რიგებში ასპარეზობა, თუმცა დღევანდელ დღემდე შეთანხმება არ ხერხდებოდა.

დღეს კი ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება სულ მალე ოფიციალურად გამოცხადდება. კიელინი „ბიანკონერისთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი სურვილია, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების უცვლელი წევრი იყოს.

ვეტერანი უკანახაზელის კონტრაქტზე ანიელიმაც ისაუბრა

„კიელინის ორშაბათს ვესაუბრე. მას სასაცილოდ მოეჩვენა შვებულების შეწყვეტის შესახებ თხოვნა, რადგან ის ბოლო 2 წელი შეუსვენებლად თამაშობს. ის ჩამოვა და ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.“

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი ტურინის "იუვენტუსში" 2005 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში გამოცდილმა იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა 535 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 36 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები