ლორელ ჰაბარდი - ტრანსგენდერი სპორტსმენი ოლიმპიადას დაემშვიდობა
Aa
Aa

ლორელ ჰაბარდი - ტრანსგენდერი სპორტსმენი ოლიმპიადას დაემშვიდობა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაიწერა, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ახალ ზელანდიელი ძალოსანი, ლორელ ჰაბარდი პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენი გახდა, რომელიც ოლიმპიადაზე გამოვიდა.

მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ლორელის გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა. პირველ ჯერზე ჰაბარდმა 120 კილოგრამის აწევა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ამის შემდეგ ის ორჯერ 125 კილოგრამის აწევას შეეცადა, მაგრამ წარუმატებლად.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ოლიმპიურ კომიტეტს, რადგან მათ ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება დამრთეს. ვფიქრობ, სპორტი ყველას აერთიანებს და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.“

- განაცხადა ლორელმა

შეგახსენებთ, რომ ჰაბარდმა სქესი 35 წლის ასაკში შეიცვალა და მანამდე სპორტულ ღონისძიებებში გევინ ჰაბარდის სახელით მონაწილეობდა. 2016 წლის იანვარში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ სპორტსმენებს ნებისმიერ ღონისძიებაზე გამოსვლის უფლება მისცა. საამისოდ, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ მათი ტესტოსტერონის დონე ბოლო 12 თვის განმავლობაში 10 ნანომოლი/ლიტრზე დაბალია.

ჰაბარდისთვის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლების მიცემის წინააღმდეგი სპორტსმენები იყვნენ. ბრიტანელი მოცურავის, შერონ დევისის თქმით, ხალხი მხოლოდ მაშინ მიხვდება, რამდენად უსამართლობაა ქალთა შორის ტრანსგენდერის დაშვება, როცა ყველაფერს საკუთარი თვალით იხილავს.

 

ცხელი ამბები