მესი ბარსაში 2026 წლამდე დარჩება - ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება
Aa
Aa

მესი ბარსაში 2026 წლამდე დარჩება - ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება

ლიონელ მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ახლა მხოლოდ ხოან ლაპორტამ უნდა შეადგინოს სახელფასო ბიუჯეტი, რომელიც სწორად იქნება გათვლილი და კლუბს არ დააზიანებს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა SPORT ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პირადი დეტალები დიდი ხანია შეთანხმებულია და ოფიციალური განცხადება სულ მალე გაკეთდება. ყველაფერი ლა ლიგის დაწყებამდე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მესი 30 ივნისის შემდეგ თავისუფალი აგენტია.

შეგახსენებთ, რომ სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ლეო კლუბს დატოვებდა და სათამაშოდ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამ ფაქტს კი გასული სეზონის დასაწყისში ხოსეპ ბართომეუს მმართველობა და მისი ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება ამწვავებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლეო ლუის სუარესის გუნდიდან გაშვებამ გაანაწყენა. ამ ფაქტს კი თავად ფეხბურთელი ღიად გამოხატავდა. „ბარსელონას“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს აგუერო, დეპაი და ერიკ გარსია შეუერთდნენ. „ქალაქელების“ ყოფილი თავდამსხმელის კატალონიაში გადმობარგებამ მესი გაახარა, რადგან ორივე მათგანს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ლეო ბარსასთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი მილიონი იქნება არგენტინელი სუპერვარსკვლავის წლიური ანაზღაურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები