ხვიჩას მორიგი აღიარება - ქომაგებმა საუკეთესოდ დაასახელეს
Aa
Aa

ხვიჩას მორიგი აღიარება - ქომაგებმა საუკეთესოდ დაასახელეს

ყაზანის ''რუბინის'' ქომაგთა გამოკითხვით ''არსენალთან'' ჩატარებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც ტულაში შესანიშნავი გოლი შეაგდო.

გამოკითხულთა 44 პროცენტმა უპირატესობა 20 წლის ქართველ ტალანტს მიანიჭა, ხვან ინ ბომი 16 პროცენტით მეორე პოზიციაზე გავიდა, მესამე ადგილი კი ჯორჯე დესპოტოვიჩმა 13 პროცენტით დაიკავა.

შეგახსენებთ, ტულაში ლეონიდ სლუცკის გუნდმა სამი გოლი გაიტანა. მე-12 წუთზე ხვან ინ ბომმა ანგარიში გახსნა, დესპოტოვიჩმა ორამდე გაზარდა, ხოლო მე-40 წუთზე კვარაცხელიამ ბრწყინვალე დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სლუცკის გუნდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, საწყის ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა და გოლი არ გაუშვია, რაც რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

ბოლო პერიოდში კვარაცხელიას „მილანს“ უკავშირებდნენ, თუმცა ხვიჩას „როსონერიში“ ტრანსფერი გამოირიცხა. შემდეგ „ტოტენჰემზე“ დაიწერა, მაგრამ „ნისლიან ალბიონზე“ ირწმუნებიან, რომ ამ გარიგების გაჩარხვის ალბათობაც ძალიან დაბალია.

შეგახსენებთ, 2020-21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი რვას შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები