ფულადი ჯარიმა დაეკისრება - კეინს ვარჯიშის გამოტოვებას არ აპატიებენ
Aa
Aa

ფულადი ჯარიმა დაეკისრება - კეინს ვარჯიშის გამოტოვებას არ აპატიებენ

ბრიტანულ პრესაში „ტოტენჰემის“ ფეხბურთელთან, ჰარი კეინთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ავტორიტეტული გამოცემა, Sky Sports იტყობინება, რომ დღეს, „ტოტენჰემის“ ვარჯიში იყო ჩანიშნული, რომელზეც კეინი არ გამოცხადებულა.

„დეზებმა“ წინასასეზონო მზადება დაიწყეს და ჯერჯერობით თავიანთი ლიდერის გარეშე არიან. ბრიტანული პრესის ცნობით, ვარჯიშის გაცდენა კეინის გადაწყვეტილება იყო და კორონავირუსის ტესტთან კავშირი არ აქვს.

მომხდარის გამო ლონდონური კლუბი ინგლისელი თავდამსხმელის დაჯარიმებას გეგმავს. ჯარიმა ფულადი სახის იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხაზეა საუბარი. Standart-ს ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ კეინის ქმედებით იმედგაცრუებულია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სპორტულ პრესაში ჰარის „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ. ჯარიმის რაოდენობაც სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. „დეზების“ ბოსები განვითარებულ მოვლენებს დააკვირდებიან და იმ შემთხვევაში, თუ 28 წლის შემტევი გუნდში დარჩება დიდი ალბათობით ჯარიმა მცირე რაოდენობის იქნება.

კეინი „ტოტენჰემში“

ინგლისელი თავდამსხმელი ლონდონური კლუბის პირველ გუნდში 2009 წლიდან ირიცხება, თუმცა დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. დღემდე კეინმა „ტოტენჰემის“ მაისური 336-ჯერ მოირგო, 221 გოლი გაიტანა და 47 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები