ქართველთა ტრიო შეტევის ხაზში ? - შენგელიას ახალი ვარიანტი
Aa
Aa

ქართველთა ტრიო შეტევის ხაზში ? - შენგელიას ახალი ვარიანტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ლევან შენგელიას კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გამოუჩნდა. CrystalSport-ის ცნობით ''ქონიას'' ექს-გარემარბი შესაძლოა აპოელ-ის მოთამაშე გახდეს, კვიპროსულ კლუბს ფეხბურთელის დამატების დიდი სურვილი აქვს. მის თაობაზე კლუბში ისაუბრეს, აპოელ-ის ქართველმა ლეგიონერებმა შენგელია დადებითად დაახასიათეს, თუმცა მას სხვა ვარიანტებიც აქვს, მათ შორის ''ბოავიშტას'' წინადადება.

CrystalSport-ის ცნობით შენგელიასა და აპოელ-ს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ ''ანორთოსისი'' თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი ქვილითაიამ და ბუბა დაუშვილმა დატოვეს, მათ კონტრაქტი აპოელ-თან გააფორმეს. ასე რომ, შენგელიას ტრანსფერის შემთხვევაში, აპოელ-ისთვის ოთხი ქართველი ითამაშებს.

გასულ კვირაში შენგელია ''ბოავიშტაში'' გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მას კიდევ ერთი გუნდი იწვევდა, შენგელიას გადაბირება თურქულ ''ბურსასაც'' სურდა, რომელიც რანგით მეორე ლიგაშია და ელიტაში აღზევებას უმიზნებს.

CrystalSport-ის ცნობით შენგელიამ ''ბოავიშტას'' პირველ წინადადებაზე უარი უთხრა, თუმცა მთავარი მწვრთნელის, ჟოაუ პედრუ სოუზას მოთხოვნით მას გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს, რაც ფეხბურთელისთვის მისაღები ვარიანტი იყო, თუმცა შესაძლოა მან არჩევანი აპოელ-ის სასარგებლოდ გააკეთოს.

თუ შენგელიას ტრანსფერი კვიპროსულ კლუბში შედგება, აპოელ-ისთვის მარცხენა ფლანგიდან ოქრიაშვილი შეუტევს, მარჯვენა ფლანგიდან - ლევან შენგელია, ხოლო ფორვარდის პოზიციაზე გიორგი ქვილითაიას ვიხილავთ.

შეგახსენებთ, 25 წლის შენგელიამ თურქეთის სუპერლიგის ''ქონიაში'' 2 სეზონი გაატარა, მიმდინარე ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი ამოუეწურა და თავისუფალი აგენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები