3 ბრძოლა, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ - Sportskeeda-მ ჭიკაძე VS ბარბოზა გამოარჩია
Aa
Aa

3 ბრძოლა, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ - Sportskeeda-მ ჭიკაძე VS ბარბოზა გამოარჩია

უცხოურმა სპორტულმა ვებგვერდმა, Sportskeeda.com-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და 2021 წლის აგვისტოში ჩანიშნული ის 3 ბრძოლა დაასახელა, რომლებიც MMA-ის გულშემატკივრებმა არ უნდა გამოტოვონ. Sportskeeda-ს რჩეულთა შორის ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძის მონაწილეობით გასამართი ჩხუბიც მოხვდა. UFC on ESPN 30-ზე „ნინძა“ ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდება და ქომაგები ამ შერკინებას მოუთმენლად ელიან.

ედსონ ბარბოზა გიგა ჭიკაძის წინააღმდეგ

„UFC on ESPN 30-ის მთავარი მოვლენა ორი ყველაზე ლეტალური სტრაიკინგის მქონე მებრძოლის დაპირისპირება იქნება. გიგა ჭიკაძე და ედსონ ბარბოსა გულშემატკივრების რჩეული მებრძოლები არიან, რომლებიც თავიანთი წონითი დივიზიონის რეიტინგში წინ სწრაფად მიიწევენ.

ჭიკაძემ ბოლო გამარჯვება კაბ სვანსონის წინააღმდეგ პირველ რაუნდში კორპუსში განხორციელებული უძლიერესი დარტყმით იზეიმა და „საღამოს საუკეთესო გამოსვლის“ ბონუსი მიიღო.

ედსონ ბარბოზას რაც შეეხება, მისი და შეინ ბურგოსის ომი წლის საუკეთესო ბრძოლის ერთ-ერთი პრეტენდენტია და იმ ჩხუბში დაფიქსირებული ნოკაუტი განსაკუთრებით ბრუტალური იყო. ჭიკაძესა და ბარბოზას UFC-ის ოქტაგონზე ძალადობისა და ოსტატობის კომბინაცია შეაქვთ და მათი ბრძოლა აუცილებლად უნდა ნახოთ“, - წერს Sportskeeda.

ცნობისთვის, ჭიკაძისა და ბარბოზას დაპირისპირების გარდა, Sportskeeda-მ ჟოზე ალდოსა და პედრო მუნიოსის და დერიკ ლუისისა და სირილ გეინის ბრძოლები გამოარჩია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები