პოლი ფინიქსში დარჩა, ლაური მაიამიში გადავიდა - აქტიური დღე NBA-ში
Aa
Aa

პოლი ფინიქსში დარჩა, ლაური მაიამიში გადავიდა - აქტიური დღე NBA-ში

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონი ახლოვდება და გუნდები შემადგენლობის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებენ. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში NBA-ში რამდენიმე საინტერესო გარიგება გაიჩარხა და ადგილსამყოფელი ბევრმა კალათბურთელმა შეიცვალა.

გასული სეზონის ფინალისტმა, „ფინიქს სანსმა“ თავისი ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნა. Yahoo Sports-ისა და NBA.com-ის ინფორმაციით, არიზონელები პოლს 4-წლიან, 120-მილიონიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

„ტორონტო რეპტორსის“ გამთამაშებელმა, კაილ ლაურიმ განაცხადა, რომ კარიერას „მაიამი ჰიტში“ გააგრძელებს. სავარაუდოდ, ლაური ფლორიდელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება 90 მილიონი დოლარი იქნება. „ჰიტი“ ლაურის ე.წ Sign and Trade-ით გადაიბირებს. ESPN-ის ინსაიდერი, ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება, რომ „მაიამი“ დანკან რობინსონსაც შეინარჩუნებს და მას 5-წლიან, 90-მილიონიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორი „დალასს“ შეუთანხმდა და „მავერიქსში“ 4 წლით დარჩება. მისი ანაზღაურება კი საერთო ჯამში 74 მილიონი დოლარი იქნება.

კელი ოლინიკი 3 წლის განმავლობაში „დეტროიტ პისტონსის“ ღირსებას დაიცავს. მისი ანაზღაურება 37 მილიონი დოლარი იქნება.

ჯარეტ ალენი „კლივლენდში“ რჩება. ადრიან ვოინაროვსკის მიხედვით, „კავსი“ ახალგაზრდა ცენტრს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, რომლის ღირებულება 100 მილიონი დოლარი იქნება.

მაიკ კონლი „იუტაში“ რჩება. 3-წლიანი კონტრაქტი, 72.5 მილიონი დოლარი ხელფასი.

ლონზო ბოლი კარიერას „ჩიკაგო ბულსში“ გააგრძელებს. შემს ჩარანიას ინფორმაციით, „ხარები“ მას ე.წ Sign and Trade-ით გადაიბირებენ და 4 წლის განმავლობაში იგი 85 მილიონ დოლარს მიიღებს.

კემერონ პეინი „ფინიქს სანსში“ დარჩება. 3 წელი - 19 მილიონი დოლარი.

შემს ჩარანიას ცნობით, დაგ მაკდერმოტი „სან ანტონიოში“ იასპარეზებს. იგი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 42 მილიონ დოლარს მიიღებს.

„ინდიანა პეისერსმა“ ტი ჯეი მაკკონელი შეინარჩუნა და მასთან 4-წლიანი, 35-მილიონ დოლარიან ხელშეკრულებას დადებს. ბითაძის გუნდმა ტორი კრეიგიც დაიბევა.

მარკ შტეინის მიხედვით, დევიდ ნვაბა „ჰიუსტონ როქეთსს“ შეუერთდება. 3 წელი, 15 მილიონი დოლარი.

ჯეფ გრინი „დენვერ ნაგეთსში“ ითამაშებს. ESPN-ის მიხედვით, მისი კონტრაქტი 2-წლიანი იქნება და 10 მილიონ დოლარს მიიღებს.

ბობი პორტისმა „მაიამისა“ და „დალასს“ უარი უთხრა და შემს ჩარანიას ინფორმაციით, „მილუოკი ბაქსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

გარი ტრენტ ჯუნიორი „ტორონტოში“ დარჩება. ადრიან ვოინაროვსკის ცნობით, მისი კონტრაქტი 3-წლიანი იქნება, ანაზღაურება კი - 54 მილიონი დოლარი.

ფურკან კორკმაზი ასპარეზობას „ფილადელფიაში“ გააგრძელებს.

„ლეიკერსი“ დუაით ჰოვარდს, ტრევორ არიზასა და უეინ ელინგტონს გაიფორმებს. „ლეიკერსი“ პეტი მილსისთვისაც იბრძვის და ლოს-ანეჯელესელებს კონკურენციას „ბრუკლინ ნეთსი“ უწევს.

ალექს ლენი „საკრამენტოში“ ბრუნდება. ხელშეკრულება 2-წლიანი იქნება.

ალექს კარუზო კარიერას „ჩიკაგოში“ გააგრძელებს. ადრიან ვოინაროვსკის მიხედვით, მხარეები 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ - 37 მილიონი დოლარი.

„ნიუ იორკ ნიქსი“ ევან ფურნიეს გაიფორმებს. 4 წელი - 78 მილიონი დოლარი. ამასთან, გუნდში დარჩებიან ნერლენს ნოელი, ალეკ ბერქსი და დერიკ როუზი.

ჯაველ მაკგი „ფინიქსში“ გადავა. ერთი სეზონი - 5 მილიონი დოლარი.

პი ჯეი ტაკერი „მაიამი ჰიტს“ მიაშურებს. 2-წლიანი კონტრაქტი - 15 მილიონი დოლარი.

რეჯი ბულოკი „დალასის“ კალათბურთელი გახდება.

ბლეიკ გრიფინი „ბრუკლინ ნეთსში“ დარჩება.

„მაიამი“ და ჯიმი ბატლერი მაქსიმალური კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან. 4 წელი, 184 მილიონი დოლარი.

კენტ ბეიზმორი „ლეიკერსში“ ბრუნდება.

ნორმან პაუელი „პორტლენდში“ რჩება. 5 წელი, 90 მილიონი დოლარი.

დევონტე გრეჰემი „ნიუ ორლეანში“ გადადის. „ჰორნეთსმა“ და „პელიკანსმა“ ე.წ Sign and Trade შეათანხმეს და გრეჰემის ანაზღაურება 4 წლის განმავლობაში 47 მილიონი დოლარი იქნება.

ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, „ატლანტამ“ და ტრეი იანგმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. თუ იანგი მომდევნო სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდება, 5 წლის განმავლობაში 207 მილიონ დოლარს მიიღებს, სხვა შემთხვევაში კი - 172-ს.

„ოკლაჰომამ“ და შეი გილჯეს-ალექსანდერმა შეთანხმებას მიაღწიეს. 23 წლის კალათბურთელი გუნდში 5 წლით დარჩება და 172 მილიონ დოლარს მიიღებს.

ოტო პორტერმა „გოლდენ სტეიტთან“ მინიმალური კონტრაქტი გააფორმა.

სპენსერ დინუიდი „ვაშინგტონ უიზარდსში“ გადასვლასთან ახლოსაა.

ბენ მაკლემორი „პორტლენდში“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები