დურანტისა და რუბიოს ომი - აშშ-მ ესპანეთი დაამარცხა და ნახევარფინალშია
Aa
Aa

დურანტისა და რუბიოს ომი - აშშ-მ ესპანეთი დაამარცხა და ნახევარფინალშია

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლას განაგრძობს. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა პირველი გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა და მეოთხედფინალში ესპანეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა.

აშშ-მ მატჩი არც თუ ისე კარგად დაიწყო და დიდ შესვენებაზე ანგარიში თანაბარი გახლდათ - 43:43. მეორე ნახევარში, გრეგ პოპოვიჩის გუნდმა დაცვაში მოუმატა და მე-3 მეოთხედში 16 ქულითაც იგებდა, თუმცა ესპანეთმა ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა. მეოთხე ათწუთეულის სტარტზე აშშ-ის ნაკრების უპირატესობა 4 ქულა იყო, მაგრამ ეს ესპანელთა მაქსიმუმი აღმოჩნდა. გადამწყვეტ წუთებში უკეთ პოპოვიჩის ბიჭები გამოიყურებოდნენ და დამსახურებულად იმარჯვეს - 95-81.

აშშ-ს კევინ დურანტმა ულიდერა, რომელსაც 29 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ჯეისონ ტეიტუმმა 13 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ჯრუ ჰოლიდერი 12 ქულას დასჯერდა, ხოლო ლილარდმა და ლავინმა 11 და 10 ქულა დააგროვეს.

ესპანეთის რიგებში რიკი რუბი გამოირჩა, რომელსაც სანაკრებო დონეზე ალბათ, საუკეთესო მატჩი ჰქონდა. „ფურია როხას“ გამთამაშებელმა 38 ქულა ჩააგდო და 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც გაიფორმა. რუბიოს გარდა, 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ სერხიო როდრიგესმა და ვილი ერნანგომესმა გადალახეს - 16 ქულა და 10 ქულა.

ცნობისთვის, პოპოვიჩის გუნდის მომდევნო მეტოქე რამდენიმე საათში გაირკვევა. აშშ ნახევარფინალში ავსტრალიასა და არგენტინას შორის საუკეთესოს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები