ესპანეთი VS ბრაზილია - ოლიმპიადის ფინალისტები ცნობილია
Aa
Aa

ესპანეთი VS ბრაზილია - ოლიმპიადის ფინალისტები ცნობილია

ოლიმპიადაზე საფეხბურთო მარათონი დასასრულს უახლოვდება. ცნობილია ფინალისტების ვინაობაც. გულშემატკივრები კლასიკურ დაპირისპირებას იხილავენ. ესპანეთი ბრაზილიას შეხვდება.

„სელესაომ“ უმძიმესი ნახევარფინალი გამოიარა. ბრაზილიელები მექსიკას დაუპირისპირდნენ. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიამ გამოავლინა.

მექსიკელებმა თერთმეტმეტრიანები საშინლად შეასრულეს და მხოლოდ 1 პენალტის გატანა შეძლეს. ბრაზილიამ კი 4-დან 4-ვე მცდელობა გამოიყენა.

არც „ფურია როხას“ ჰქონდა მარტივი ნახევარფინალი. ესპანეთი მასპინძელ იაპონიას დაუპირისპირდა. გულშემატკივრებმა, მსგავსად მექსიკის და ბრაზილიის დაპირისპირებისა, აქაც დამატებითი დრო იხილა, თუმცა არა პენალტების სერია. შეხვედრის 115-ე წუთზე მადრიდის „რეალის“ შემტევმა მარკო ასენსიომ ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ესპანეთი ოლიმპიადის ფინალშია.

ცნობისთვის, ფინალი 7 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები