ვარჯიში შეწყვიტა - კროოსი ტრავმირებულია
Aa
Aa

ვარჯიში შეწყვიტა - კროოსი ტრავმირებულია

ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ ტონი კროოსი შვებულებაში იმყოფებოდა და მადრიდის „რეალს“ სულ ახლახანს შეუერთდა. გერმანელ ნახევარმცველს ბოლო პერიოდში ტრავმა აწუხებდა და გამაყუჩებლით თამაშობდა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონს მენჯის, კონკრეტულად კი ბოქვენის ძვლის დაზიანება აქვს და მისთვის ვარჯიშიც კი არ შეიძლება.

ამის შესახებ ინფორმაცია „ბლანკოსის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა, თუმცა არ არის მითითებული, თუ რამდენ ხანს გამოტოვებს კროოსი. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგა 13 აგვისტოს იწყება და კარლო ანჩელოტის სელექციის კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, გუნდი რამოსმა და ვარანმა დატოვეს. ალაბას კორონავირუსი აქვს, ხოლო ლუკას ვასკესი და ფერლან მენდი ტრავმირებულები არიან. უნდა ვივარაუდოთ, რომ მადრიდელებს საკმაოდ მძიმე პირველი ტური ელოდებათ, სადაც „რეალი“ სტუმრად „ალავესს“ დაუპირისპირდება.

ტრავმასთან დაკავშირებით კროოსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა.

„რამდენიმე თვიანი პრობლემების შემდეგ ჩემს ბოქვენის ძვალზე, ვფიქრობ დასვენების დროა. წინ გრძელი სეზონია და კარგად უნდა მოვემზადო. დავბრუნდები, როგორც კი ამის შესაძლებლობა მექნება.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები