აუდიტის დასკვნა: ბართომეუმ ვალი და კრიზისის რიცხვები გააყალბა
Aa
Aa

აუდიტის დასკვნა: ბართომეუმ ვალი და კრიზისის რიცხვები გააყალბა

პანდემიამ საფეხბურთო კლუბები ფინანსურად აზარალა და რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე „ბარსელონაა“, რომელსაც ალბათ გრანდებს შორის ყველაზე ღრმა ეკონომიკური კრიზისი აქვს.

თუმცა, რამდენად დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ „ბარსა“? იყო, თუ არა ზემოხსენებული კრიზისი მთლიანად ვირუსისგან გამომდინარე სიტუაციით გამოწვეული? როგორც გაირკვა არა.

ესპანურმა AS-მა დაწერა, რომ „ბლაუგრანას“ წინა პრეზიდენტი ბართომეუ ციფრებს აყალბებდა. ლაპორტას პრეზიდენტობის შემდეგ ჩატარებულმა აუდიტმა დაასკვნა, რომ პანდემიით კლუბში არსებული ფინანსური დავალიანების მხოლოდ 10-15% იქნა გამოწვეული. ვალის დანარჩენილი ნაწილი კი ხელმძღვანელობის ცუდი მუშაობის შედეგი იყო.

ბართომეუს გუნდის ცუდმა მუშაობამ „ბარსა“ იმ რთულ რეალობამდე მიიყვანა, რომელიც კლუბს დღეს აქვს.

როგორც ბართომეუ ამბობდა, ფინანსური კრიზისი და მიღებული ზარალის 50% პანდემიის ბრალი იყო, მაგრამ პრეზიდენტი ამაშიც იტყუებოდა. როგორც უკვე დღეს გავიგეთ პანდემიის გამო კლუბმა მხოლოდ 10-15% იზარალა.

უკვე ეჭვის შეტანაც აღარ შეიძლება, რომ ხოსეპ მარია ბართომეუ „ბარსას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო, რომელმაც კლუბს უამრავი პრობლემა დაუტოვა, რომელთა გადაჭრაც ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უწევს და ამის გაკეთება მათ კიდევ დიდი ხნით მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები