Daily Mail - სიტი გრილიშს დღეს გაიფორმებს
Aa
Aa

Daily Mail - სიტი გრილიშს დღეს გაიფორმებს

„ასტონ ვილას“ ფეხბურთელი, ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტის“ უახლოვდება. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს და გვაუწყებს, რომ დიდი შანსია, ტრანსფერი უახლოეს პერიოდში  გაოფიციალურდეს.

გრილიში შვებულების შემდეგ „ვილა პარკზე“ დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება, მაგრამ როგორც ირკვევა, ბოლო საათებში „ქალაქელთა“ შანსები ერთიორად გაიზარდა. საქმე ისაა, რომ „ასტონ ვილაში“ „კაპიტანი ჯეკის“ წასვლას შეეგუენ და გუნდის თავკაცი, დინ სმიტი გრილიშს სამომავლო გეგმებში აღარ მოიაზრებს.

ინგლისელი ფეხბურთელი კლუბის მესვეურებს უკვე ესაუბრა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. „სიტი“ და „ასტონ ვილა“ კი შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და Daily Mail-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ტრანსფერი ოფიციალურად დღეს დადასტურდება.

„სიტი“ გრილიშის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, რაც 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და იგი ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები