ლა ლიგის ახალი კონტრაქტი და 2.7 მილიარდი ევრო კლუბებს
Aa
Aa

ლა ლიგის ახალი კონტრაქტი და 2.7 მილიარდი ევრო კლუბებს

ლა ლიგამ საკუთარი აქციების 10% კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდ CVC-ის მიჰყიდა.

ლა ლიგამ ამ გარიგების სანაცვლოდ 2.7 მილიარდი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი 90% კლუბებს გადაეცემათ. ეს ყველაფერი კი სახელფასო ბიუჯეტის გაზრდას გამოიწვევს.

ამიერიდან ლა ლიგის ბინადარ კლუბებს ხელფასების გაზრდის უფლება ექნებათ, რაც მაგალითად „ბარსელონას“ ლეო მესის დარეგისტრირების საშუალებას მისცემს, რასაც აქამდე სახელფასო ჭერის ლიმიტის გამო ვერ ახერხებდა.

ესპანური Marca წერს, რომ „ბარსა“ ხსენებული კონტრაქტიდან 270 მილიონ ევროს მიიღებს, „რეალი“ კი 261-ს.

აღნიშნული გარიგება ძალაში ოფიციალურად რამდენიმე დღეში შევა. პრესა ვარაუდობს, რომ „ბარსელონა“ მესის უახლოეს 48 საათში გაიფორმებს.

ზემოაღნიშნული სიახლე ესპანურ კლუბებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის საშუალებასაც მისცემს. შეგახსენებთ, რომ ფანჯარის დახურვამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები