რეალი ისკოს გასაშვებად მზად არის - ინტერესს მილანი იჩენს
Aa
Aa

რეალი ისკოს გასაშვებად მზად არის - ინტერესს მილანი იჩენს

მადრიდის „რეალისა“ და ისკოს გზები შესაძლოა გაიყაროს. ესპანელი ნახევარმცველი მისი არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა. ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებულით კი არც მეტი, არც ნაკლები „მილანი“ ინტერესდება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, „ბლანკოსი“ ისკოს გაშვებაზე თანახმა იქნება, თუ მასში 15 მილიონ ევროს გადაიხდიან. ცნობილია, რომ მადრიდელები ფულს კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის აგროვებენ და ამის ერთ-ერთი მაგალითი ვარანის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაყიდვაა.

Football Italia-ს ცნობით, „მილანისთვის“ სატრანსფერო ღირებულება ძვირი არ არის. ერთადერთი პრობლემა ალარკონის ხელფასია, რომელიც შესაძლოა „როსონერიმ“ ვერ გადაიხადოს.

შეიძლება ითქვას, რომ ისკოს გაყიდვა „სამეფო კლუბსაც“ ეჩქარება, რადგან 29 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება და იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ალარკონი კლუბს არ დატოვებს, მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

ისკო „რეალში“

ესპანელი ნახევარმცველი მადრიდულ გრანდს 2013 წელს „მალაგადან“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ისკომ 8 წლის განმავლობაში ვერაფრით დაიმკვიდრა თავი ძირითად შემადგენლობაში. ალარკონს პერიოდულად ყველაზე მეტს ზინედინ ზიდანი ენდობოდა. ცნობისთვის, დღემდე 29 წლის ფეხბურთელმა „ბლანკოსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 336-ჯერ მოირგო, 51 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები