მატჩის გმირი და საუკეთესო ''სეივის'' ავტორი - ''მამარდას'' ესპანური მედია აქებს
Aa
Aa

მატჩის გმირი და საუკეთესო ''სეივის'' ავტორი - ''მამარდას'' ესპანური მედია აქებს

''მილანთან'' გიორგი მამარდაშვილის ასპარეზობას ესპანური მედია დადებითად აფასებს. ''ვალენსიას'' ქართველი მეკარე ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში შესანიშნავად გამოიყურება, 20 წლის ფეხბურთელი ამხანაგურ მატჩებში ძალიან დამაჯერებელია, რაც იტალიურ კლუბთან დაპირისპირებაშიც კარგად გამოჩნდა.

AS: ''ვალენსიას'' შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილისა და პაულისტას წყვილი საუკეთესო იყო''.

Eldesmarque: ''ვალენსიას'' სასტარტოში მთავარი სიახლე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელიც თავისი ''სეივებით'' მატჩის გმირი გახდა. მან დიდებული შეხვედრა ჩაატარა. მე-60 წუთზე მატჩის ''სეივი'' შეასრულა, როცა ბრაჰიმ დიაზს აუღო''.


MARCA: ''მაშინ როცა ''ვალენსიას'' ორი მეკარე ტრავმირებულია, სასტარტოში მამარდაშვილი მოხვდა. მეკარემ, რომელიც ზაფხულში ვალენსიელთა ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა, მე-60 წუთზე გუნდი გოლისგან იხსნა, როცა ბრაჰიმის დარტყმა მოიგერია. ასევე, პირველ ტაიმში ქართველმა მეკარემ ლეაოს კარგი დარტყმა მოიგერია''.

შეგახსენებთ, ''ტროფეუ ნარანხასთვის'' მატჩში ''ვალენსიამ'' ''მილანი'' პენალტების სერიაში დაამარცხა (5:3). ''მილანის" მხრიდან პენალტი რადე კრუნიჩმა ვერ გამოიყენა. შესაბამისად, ჯილდო, რომელიც ამხანაგური შეხვედრების მიმდინარეობისას თამაშდება, კვლავ „ვალენსიაში" დარჩა.

მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ქართველმა მეკარემ კარი მშრალად შეინახა, მის ანგარიშზე 5 ''სეივია''. ასევე საინტერესოა, რომ პენალტების სერიაში მილანელთა 4 დარტყმიდან მამარდაშვილმა სამის კუთხე გამოიცნო.

მამარდაშვილის ყველა ''სეივი'' მილანთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები