სამაგიერო გადაუხადა? - ფოფანას ესპანელმა წვივი მოტეხა
Aa
Aa

სამაგიერო გადაუხადა? - ფოფანას ესპანელმა წვივი მოტეხა

ბრენდან როჯერსის ''ლესტერი'' ამხანაგურ მატჩში ''ვილიარეალს'' პრობლემების გარეშე 3:0-ს ამარცხებდა, თუმცა 58-ე წუთზე ფრანგმა ვესლი ფოფანამ უმძიმესი ტრავმა მიიღო. მედიკოსთა პირველადი შეფასებით მიხედვით 20 წლის მოთამაშეს მოტეხილობა მცირე წვივის არეში აქვს, თუმცა სრული გამოკვლევა ჯერ არ ჩატარებია.

ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ Instagram-ის საშუალებით ქომაგებს მიმართა. მან გულშემატკირებს თბილისი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა:

''დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს. ეს იყო ცუდი დღე, თუმცა ''ლესტერში'' შესანიშნავი სამედიცინო პერსონალია. ამ ეტაპზე ვიცი, რომ მცირე წვივი მოტეხილია, სრული სამედიცინო შემოწმების დასრულების შემდეგ კი ინფორმაციას მოგაწვდით. უფრო ძლიერი დავბრუნდები''.

ფოფანას წინააღმდეგ უხეშად 20 წლის ესპანელმა ფორვარდმა ფერ ნინიომ ითამაშა. ნინიომ აღნიშნულ ეპიზოდში ყვითელი ბარათი მიიღო, 71-ე წუთზე გოლი გაიტანა და მატჩი ინგლისური კლუბის გამარჯვებით 3:2 დასრულდა. 

ამ ფაქტს Twitter-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდრე ნინიო ფოფანას მძიმე ტრავმას მიაყენებდა, ორი წუთით ადრე ფოფანამ ესპანელის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. შესაძლოა, ნინიო ამ ფაქტით გაბრაზებული იყო, ნერვები ვერ მოთოკა და უხეში თამაშით მეტოქეს სამაგიერო გადაუხადა.

შეგახსენებთ, ამპლუით ცენტრალური მცველი ვესლი ფოფანა ''მელიებს'' 2020 წლის ზაფხულში ''სენტ. ეტიენიდან'' შეუერთდა. გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კლუბთან ერთად პირველი გუნდური ტიტული მოიგო, როჯერსის გუნდმა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ტილემანსის გოლით ''ჩელსი'' დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები