რასისტული შეურაცხყოფისთვის პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა
Aa
Aa

რასისტული შეურაცხყოფისთვის პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა

ევრო 2020-ის ფინალის შემდეგ, ბუკაიო საკას, ჯეიდონ სანჩოსა და მარკუს რაშფორდის მისამართით უამრავი შეურაცყოფა იყო, მათ შორის რასისუტილი შინაარსის.

სამივე მათგანმა მსგავსი ტიპის შეურაცხყოფები სოციალური ქსელის საშუალებით მიიღეს. საკამ ამის შესახებ რამდენიმე დღეში ისაუბრა და სოციალურ ქსელებს მეტი კონტროლისკენ მოუწოდა.

„მივმართავ ინსტაგრამს, ტვიტერს და ფეისბუქს - მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანებმა, ზრდასრულებმა თუ ბავშვებმა არ მიიღონ იგივე შეტყობინებები, როგორიც მე, მარკუს რაშფორდმა და ჯეიდონ სანჩომ მიიღეს. მაშინვე მივხვდი როგორი სიძულვილიც მელოდა და სამწუხაროა, რომ ასეთი ძლიერი პლატფორმები ამგვარი შეტყობინებების შესაჩერებლად არასაკმარის ზომებს იღებენ. ფეხბურთში და საზოგადოებაში რასიზმისა და სიძულვილის ადგილი აღარ არის“,

- წერდა საკა სოციალურ ქსელში.

ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცავებმა გამოძიების შედეგად, რასისტული შეურაცხყოფის გამო 11 ადამიანი დააკავეს.

გაერთიანებული სამეფოს საფეხბურთო პოლიციამ ფინალის შემდეგ, სოციალურ ქსელში 600 პროფილი გამოიძია, რომელთაგან 207 კრიმინალად სცნო.

აქედან 123 პროფილი საზღვარგარეთ იყო დარეგისტრირებული, 34 კი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

პოლიციის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სოციალური მედიის მიღმა დაიმალებიან დაფიქრება მართებთ.

ეროვნული პოლიციის უფროსთა საბჭოს ფეხბურთის პოლიციის ხელმძღვანელი, უფროსი კონსტებლი მარკ რობერტსი ამბობს, რომ საგამოძიებო სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობს:

„აქ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სოციალური ქსელის მიღმა დაიმალებიან და მსგავსი ტიპის საზიზღარი კომენტარების გამოქვეყნების შემდეგ პასუხისმგებლობას თავს აარიდებენ. ისინი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვყავს საგამომძიებლო ჯგუფები, რომლებიც მსგავსი ტიპის შეურაცხმყოფელ კომენტარებს იკვლევენ და თუ კრიმინალურ ზღვარს მიაღწევენ, მათ დააპატიმრებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები