ტალახაძე ოლიმპიადის მიღმა? - შესაძლოა, პარიზის ოლიმპიადამ ძალოსანთა გარეშე ჩაიაროს
Aa
Aa

ტალახაძე ოლიმპიადის მიღმა? - შესაძლოა, პარიზის ოლიმპიადამ ძალოსანთა გარეშე ჩაიაროს

2024 წლის პარიზის ოლიმპიურმა თამაშებმა შესაძლოა ძალოსნების გარეშე ჩაიაროს. ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სესია დაგეგმა, რომელიც ოლიმპიადის ქარტიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

ევროპული და მსოფლიო მედიის ცნობით სოკ-სა და მსოფლიო ძალოსნობის მმართველ ორგანოს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება შესაძლოა ქართველებისთვის ძალიან უსიამოვნო გადაწყვეტილებით დასრულდეს. მოგეხსენებათ, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალაძახე მსოფლიო ძალოსნობის სუპერვარსკვლავია და არაერთი რეკორდის ავტორია. თუ სოკ-ი ძალოსნობას ოლიმპიური სახეობებიდან ამოიღებს, ეს ქართული ძალოსნობისთვის დიდი დარტყმა იქნება.

სოკ-სა და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას შორის დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ ძალოსნობაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება დოპინგის საკითხი. ანალოგიურად, სოკ-ი დაპირისპირებულია კრივის მსოფლიო საერთაშორისო ორგანოსთან და შესაძლოა მოკრივეებიც ოლიმპიადის მიღმა აღმოჩნდნენ.

სოკ-ის უფლებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასული კვირის მიწურულს სოკ-მა უკვე შეიმუშავა ახალი დებულება, რომლის მიხედვით სესიის ჩატარების გარეშე, მსოფლიოს ძალოსნობის მმართველი ორგანოს წარმომადგენლის დასწრების გარეშე, სოკ-ს მნიშვნელოვანი ცვლილების გატარება შეუძლია.

თუ მსოფლიო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გამართლდება, ეს იქნება უდიდესი დარტყმა ქართული ძალოსნობისთვის. მოგეხსენებათ, ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია, მან ტოკიოში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ანტონ პლესნოიმ ოლიმპიადა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ცხელი ამბები