„შეგვახსენა თუ რატომ აკვირდებიან ტოტენჰემი და იუვენტუსი
Aa
Aa

„შეგვახსენა თუ რატომ აკვირდებიან ტოტენჰემი და იუვენტუსი" - ხვიჩა მე-3 ტურის სიმბოლურში

რუსულმა ვებგვერდებმა, Soccer.ru-მ და football.kulichki.net-მა რუსეთის პრემიერ ლიგის მე-3 ტურის სიმბოლური ნაკრებები დაასახელეს. როგორც მოსალოდნელი იყო, „რუბინის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ახმატის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ორივე ვებგვერდმა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

„დასანანი მარცხით განრისხებულმა მთავარმა მწვრთნელმა, ტალალაევმა მიმებისთვის ასეთი ფრაზა გვაჩუქა: „კუკუიანი-კვარაცხელია ძალიან კარგი დუეტია. მე ჯილდოს ორივე მათგანს გადავცემდი“.

მსაჯობაზე რეგულარულად და ცალკე ვსაუბროთ, აქ კი გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ხვიჩამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ნამდვილად დაიმსახურა. იგი მარცხენა ფლანგიდან ცენტრში იდეალურად შედიოდა. მისი დარტყმები ძალიან სახიფათო იყო და მართალია, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ შეგვახსენა, ტოტენჰემი და იუვენტუსი რატომ აკვირდებიან“, - წერს Soccer.ru.

„გოცუკის და ეროხინის მსგავსად, ხვიჩა ჩვენს სიმბოლურში ზედიზედ მეორე ტურია ხვდება. ახმატის წინააღმდეგ გამართული მატჩის პირველ ტაიმში, ქართველ ვინგერს, ისე როგორც მთელ რუბინს, თამაში არ წაუვიდა. გროზნოელები თავიანთი დაცვითი ტაქტიკის წყალობით ფლანგებს შესანიშნავად კეტავდნენ, რის გამოც კვარაცხელიას თავისუფალი ზონები პრაქტიკულად არ ჰქონია. სამაგიეროდ, მეორე 45-წუთეული რუბინის ლიდერის შოუდ იქცა. შელიას გაძევების შემდეგ, გროზნოელების 5-4-1 5-3-1-ად გარდაისახა და მათ აქცენტი მოედნის ცენტრზე გააკეთეს. ახმატმა ფლანგებს ყურადღება მოაკლო, რითიც ხვიჩამ ისარგებლა.

კვარაცხელია თავისი საფირმო დრიბლინგით მეტოქეებს რეგულარულად იშორებდა, აიძულებდა დაჯარიმებულიყვნენ და ყვითელი ბარათები მიეღოთ და მოწინააღმდეგე გუნდის კარის მიმართულებით 5-ჯერ დაარტყა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა და მხოლოდ ზუსტი დარტყმით გამოირჩა. თუმცა ორი აზრი არაა, რომ ხვიჩამ თავისი აქტიურობით რუბინის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, - წერს football.kulichki.net.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში, „რუბინმა" „ახმატს" 2-1 სძლია და 9 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები