„პარატიჩი დიდი ხანია მისით მოხიბლულია
Aa
Aa

„პარატიჩი დიდი ხანია მისით მოხიბლულია" - სპორტული ჟურნალისტი ხვიჩაზე

სპორტულმა ჟურნალისტმა, ნობელ არუსტამიანმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. არუსტამიანი „კვარას“ სამომავლო გეგმებს შეეხო და განაცხადა, რომ შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელი „ტოტენჰემში“ გადავიდეს.

„ტოტენჰემის ერთ-ერთი შენაძენი შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია გახდეს. ფაბიო პარატიჩი(იუვენტუსის ყოფილი და ტოტენჰემის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი) დიდი ხანია ხვიჩას ტალანტით მოხიბლულია და მის ერთ-ერთ აგენტს, ვალერიო ჯუფრიდს ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაუკავშირდა.

ჩემი ინფორმაციით, იყო შანსი, ჯუფრიდსა და პარატიჩის შორის გამართული პირველი დიალოგი ხვიჩას იუვენტუსში ტრანსფერით დასრულებულიყო, მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და პარატიჩის ლონდონში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიას გადაბირების მთავარი კანდიდატი სწორედ ტოტენჰემია“.

შეგახსენებთ, 2020-21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი რვას შეადგენს. მიმდინარე სეზონში, რუსეთის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში კვარაცხელიამ 1 გოლი გაიტანა. ხვიჩამ სამივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და „არსენალთან“ ბრწყინვალე ბურთი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები