„მისი მეუღლის დამსახურებაა რომ გადარჩა“ - ჟან ტოდტმა შუმახერზე ისაუბრა
Aa
Aa

„მისი მეუღლის დამსახურებაა რომ გადარჩა“ - ჟან ტოდტმა შუმახერზე ისაუბრა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟან ტოდტმა ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შესახებ ისაუბრა. ტოდტმა ყურადღება „შუმის“ მეუღლეზე, კორინაზე გაამახვილა და მისი მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა.

„კურორტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კორინასთან ბევრი დრო გავატარე. იგი შესანიშნავი ქალბატონია და ოჯახს სწორედ ის უძღვება. კორინა არ ელოდა, მოვლენები ასე თუ განვითარდებოდა. ყველაფერი სწრაფად მოხდა და მას არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდა.

ექიმების მიერ გაწეული სამუშაოსა და კორინას კოოპერაციის წყალობით, რომელსაც სურდა, რომ მიხაელი გადარჩენილიყო, შუმახერი გადარჩა, მაგრამ ინციდენტმა თავისი კვალი დატოვა და ახლა შუმი სწორედ მას ებრძვის. იმედი გვაქვს, რომ ვითარება მალე გაუმჯობესდება“.

შეგახსენებთ, რომ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. 2019 წელს, მისმა ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ქომაგებს აუწყა, რომ „შუმის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერი კეთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები