სადებიუტო გოლი და ტრადიციული აღნიშვნა - ლობჟანიძემ ჰატაი მარცხისგან იხსნა
Aa
Aa

სადებიუტო გოლი და ტრადიციული აღნიშვნა - ლობჟანიძემ ჰატაი მარცხისგან იხსნა

თურქული ''ჰატაისპორის'' ქართველმა ახალწვეულმა საბა ლობჟანიძემ სუპერლიგის პირველ ტურში გუნდი მარცხისგან იხსნა. მე-18 წუთიდან მოყოლებული ''ჰატაი'' შინ ''ქასიმფაშასთან'' 0:1 მარცხდებოდა. 64-ე წუთზე ლობჟანიძე თამაშში ჩაერთო და 72-ე წუთზე დებიუტი გოლით აღნიშნა.

ლობჟანიძის აღნიშვნა ტრადიციული იყო. დანიურ ''რანდერსში'' ასპარეზობიდან მოყოლებული ქართველი შემტევი საათზე მიანიშნებს და ამ ჟესტით გამოხატავს, რომ ''ეს საბას დროა''. ამ თემაზე ფეხბურთელს არაერთხელ უსაუბრია.

შეგახსენებთ, ლობჟანიძემ გასული წელიწადნახევარი ''ანკარაში'' გაატარა, თუმცა გასულ სეზონში გუნდი სუპერლიგიდან გავარდა, რის შემდეგაც 26 წლის ქართველმა შემტევმა ''ჰატაისთან'' ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე გააფორმა.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ ცნობილმა თურქულმა გამოცემამ, Fanatik-მა თურქეთის სუპერ ლიგის 2020-21 წლების სეზონი შეაჯამა და ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ყველასგან შეუმჩნევლად, თავიანთი გუნდების სუპერვარსკვლავები გახდნენ. Fanatik-ის რჩეულთა შორის ლობჟანიძეც მოხვდა.

„ლობჟანიძემ, რომელმაც თავის პირველ თურქულ სეზონში თავისი რიტმი ვერ იპოვა, გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელის მეტოქეებს მის სისწრაფესთან გამკლავება ძალიან უჭირდათ და მან 37 შეხვედრაში 3 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა საკუთარი გუნდი დაქვეითებას ვერ გადაარჩინა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები