საუკეთესო მატჩი მილუოკის რიგებში - მამუკელაშვილის 20 ქულა ბეჟანიშვილის დენვერთან
Aa
Aa

საუკეთესო მატჩი მილუოკის რიგებში - მამუკელაშვილის 20 ქულა ბეჟანიშვილის დენვერთან

ლას ვეგასში მიმდინარე საზაფხულო ლიგის ერთ-ერთ ბოლო დღეს, ორი ქართველი კალათბურთელის მონაწილეობით გამართული მატჩი ვიხილეთ. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდა და 87-94 დამარცხდა.

NBA-ის საზაფხულო ლიგის ისტორიაში ქართველმა კალათბურთელებმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად იასპარეზეს და სათამაშო დრო ორივე მათგანს მიეცა. ბეჟანიშვილმა პარკეტზე 7 წუთი და 16 წამი გაატარა, მამუკელაშვილს კი „მილუოკის“ მაისურით საუკეთესო მატჩი ჰქონდა.

„მამუმ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 22 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და 20 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. სანდრომ თამაშიდან და პერიმეტრიდან შესანიშნავი პროცენტით შეუტია - 4-დან 3 სამქულიანი, 12-დან 8 გამოყენებული ტყორცნა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და „მილუოკიმ" მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა. ბეჟანიშვილს რაც შეეხება, გიორგიმ 2 ქულა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე ეს მატჩი ქართველი კალათბურთელებისთვის ბოლო გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები