გარნეტი კვლავ ნაწყენია - კევინმა ფოტოდან რეი ალენი წაშალა
Aa
Aa

გარნეტი კვლავ ნაწყენია - კევინმა ფოტოდან რეი ალენი წაშალა

NBA-ის ჩემპიონმა კევინ გარნეტმა სოციალურ ქსელში ფოტო დადო,სადაც თავის ყოფილ თანაგუნდელებთან იმყოფება.

გარნეტმა 2011 წლის ALL STAR -ზე გადაღებული სურათი გამოაქვეყნა,სადაც მასთან ერთად რაჯონ რონდო და პოლ პირსი არიან. 

აღსანიშნავია,რომ ლეგენდარულმა კალათბურთელმა ფოტოდან რეი ალენი წაშალა,რაც გულშემატკივრებს და კალათბურთის მოყვარულებს არ გამორჩენიათ.

„ბოსტონის“ ვარსკვლავების უთანხმოება 2012 წელს მას შემდეგ დაიწყო,რაც რეი ალენი „სელტიკსიდან“ მთავარ კონკურენტში  მაიამი „ჰიტში“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები