ბრწყინვალე ასპარეზობა - ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია
Aa
Aa

ბრწყინვალე ასპარეზობა - ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია

პორტუგალიაში მიმდინარე იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა კანოისტმა ფინალში 500 მეტრიანი დისტანცია 1:55 წუთში გაიარა და მეორე ადგილოსანს რუს მაქსიმ კარატაევს 00:27 მეასედწამით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ქერდიკაშვილმა 200 მეტრი დისტანცია 46.73 წამში დაფარა და 00.14 წამით ჩამორჩა გამარჯვებულს, კანადის წარმომადგენელს, სოფია ჯენსენს. საბოლოოდ, ქართველი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამრიგად საქართველოს კანოეს ნაკრებმა პორტუგალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 2 მედლით დაასრულა. 

აღნიშნულ ტურნირზე კანოეთი სპრინტში საქართველოს ნაკრები 4 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ქვეყნის სახელით მურმან მალანიამ, მარიამ ქერდიკაშვილმა, ლიდია სულაბერიძემ და ალექსანდრე წივწივაძემ იასპარეზეს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები