გათავისუფლების შემდეგ ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს
Aa
Aa

გათავისუფლების შემდეგ ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს

მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 14 სექტემბერს გაათავისუფლებენ. ინფორმაცია მან თავად, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და დაწერა:

მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე.

თავისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც გახლავართ მე: გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს.

ხურციძის დედის განცხადებით, გათავისუფლების შემდეგ, ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს.

ვესაუბრე და მითხრა, რომ 14 სექტემბერს გამოვალო. მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა.

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ხელისუფლებაზე, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ჩემს შვილს დახმარებოდნენ.

ციხეს ავთო მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს,- განაცხადა დაკავებული სპორტსმენის დედამ, მაყვალა ხურციძემ მთავარ არხთან.

ავთანდილ ხურციძემ პროფესიული კარიერა 2004 წლიდან დაიწყო, 2012 წელს კი  კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) 'ვერცხლის ჩემპიონი' გახდა.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს, 14 ქართველთან ერთად, აშშ-ში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. მას 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარი: მთავარი არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები