აეროპორტში დახვედრა - კანოეს მსოფლიო ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა
Aa
Aa

აეროპორტში დახვედრა - კანოეს მსოფლიო ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა

პორტუგალიაში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კანოეს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

მსოფლიო ჩემპიონ ალექსანდრე წუვწივაძესა და ვერცხლის მედალოსან მარიამ ქერდიკაშვილს აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ალექსანდრე წივწივაძე - ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი

მარიამ ქერდიკაშვილი - ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი

შეგახსენებთ,რომ პორტუგალიაში დასრულებულ იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა კანოისტმა ფინალში 500 მეტრიანი დისტანცია 1:55 წუთში გაიარა და მეორე ადგილოსანს რუს მაქსიმ კარატაევს 00:27 მეასედწამით აჯობა.

მარიამ ქერდიკაშვილმა 200 მეტრი დისტანცია 46.73 წამში დაფარა და გამარჯვებულს 00.14 მეასედ წამით ჩამორჩა, კანადის წარმომადგენელს, სოფია ჯენსენს. საბოლოოდ, ქართველი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები