დონარუმა:
Aa
Aa

დონარუმა: "მილანი წარსულია, პსჟ-ში სიამოვნებას ვიღებ"

ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „კლერმონს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ხსენებულ მატჩში ჯანლუიჯი დონარუმას დებიუტი შედგა. აქამდე პარიზული გრანდის ძირითად შემადგენლობაში კეილორ ნავასი გვევლინებოდა, თუმცა პოჩეტინო ამჯერად იტალიელ კარის დარაჯს ედო.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ჯიჯომ“ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ „მილანი“ წარსულია.

რა თქვა დონარუმამ?

„თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. საკმაოდ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ. „კლერმონთან“ მატჩისთვის იდეალურად მოვემზადეთ. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებმაც საოცარი მხარდაჭერა დაგვანახეს.

აღფრთოვანებული ვარ ჩემი დებიუტით, რადგან ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ. „მილანი“ წარსულია, პსჟ-ში სიამოვნებას ვიღებ. აქ ბედნიერი ვარ, გუნდმა კარგად მიმიღო. ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ და გულშემატკივრები გავახაროთ, რადგან ისინი წარმოუდგენელ მხარდაჭერას გვაძლევენ.“

შეგახსენებთ, რომ დონარუმა „პარი სენ ჟერმენს“ გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს „მილანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. „როსონერის“ მესვეურები ჯანლუიჯის გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელმა უარი განაცხადა. მისი პრიორიტეტი პსჟ-ში თამაში იყო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები