Aa
Aa

"ნოვაკ, შენ ისტორიაში საუკეთესო ხარ" - მედვედევი ფინალის შემდეგ

დანილ მედვედევმა ნოვაკ ჯოკოვიჩს "გრან სლემის" (სეზონში ოთხივე დიდი სლემის ტურნირის მოგება) შესრულების საშუალება არ მისცა და კარიერაში პირველი დიდი მუზარადის ტურნირის ჩემპიონი გახდა. რუსმა ამ უდიდეს წარმატებას მე-3 ფინალისას მიაღწია.

მედვედევი, რომელმაც წინა ფინალები ნადალთან (US Open-ზე, 2019-ში) და იმავე ჯოკოვიჩთან (AUS Open-ზე, წელს) დათმო, მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და შესანიშნავი ჩოგბურთი ითამაშა. შედეგად, ახალგაზრდა რუსმა "ნოლეს" 3 სეტში აჯობა - 6:4; 6:4; 6:4.

თამაშის დასრულების შემდეგ, რუსმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მედვედევმა?

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს და ნოვაკს, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით რას აპირებდა ის დღეს. აქამდე ასეთი რამ არასდროს მითქვამს, მაგრამ ნოვაკ, მინდა გითხრა, რომ შენ ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელი ხარ. შენი კარიერა საოცარია.

დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის ქორწინების 3 წლის იუბილეა. იცით, რომ ტურნირის განმავლობაში ვერანაირ საჩუქარზე ვერ ვფიქრობდი. ვფიქრობდი, თუ წავაგებდი სასწრაფოდ საჩუქარი უნდა მომეფიქრებინა. მეგონა, რომ ამისთვის დრო არ მექნებოდა. ასე რომ აუცილებლად უნდა მომეგო. მიყვარხარ დარია და დიდი მადლობა შენ“

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, დანილ მედვედევი 10553 ქულით ATP რეიტინგის მე-2 პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილს კი კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი იკავებს. სერბ ჩოგბურთელს 12133 ქულა აქვს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები