Aa
Aa

"კარგად დაწყება მნიშვნელოვანია" - ალეგრი მალმიოსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. პირველ ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „მალმიოს“ ესტუმრება. „ბებერი ქალბატონი“ საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება. შეხვედრის წინ, „ბიანკონერის“ თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ალეგრიმ?

„ახლა ისეთი სიტუაცია აღარ არის, როგორიც 2014/2015 წლებში იყო. უნდა გავიმარჯვოთ და ჯგუფიდან გასვლას საფუძველი ჩავუყაროთ. ფეხბურთში ვერასდროს განსაზღვრავ რა შეიძლება მოხდეს. სერია ა ცუდად დავიწყეთ. ჩემპიონთა ლიგის კარგად დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ხვალ ტექნიკურად გამართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. მეტოქეს სივრცეები არ უნდა მივცეთ და კარში ბევრჯერ არ დავარტყმევინოთ. ფეხბურთში გაუთვალისწინებელი ფაქტები ხდება. შესნი უმაღლესი დონის მეკარეა და „მალმიოს“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

კიეზა 100%-ით მზად არ იყო და გარისკვას არ ვაპირებთ. კულუსევსკის კარგი თვისებები აქვს, მაგრამ გარკვეული კომპონენტები უნდა გააუმჯობესოს. ხვალ გადავწყვეტ ითამაშებს, თუ არა შვედი.”

შეგახსენებთ, რომ ტურინულმა გრანდმა სერია ა-ში 3 მატჩიდან 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. სატურნირო ცხრილში კი 1 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება. „მალმიოსთან“ მატჩი კი 14 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები