ჩერდანცევი:
Aa
Aa

ჩერდანცევი: "ბარსას ადგილზე, ხვიჩას მესის შემცვლელად მოვიყვანდი"

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო. ცნობილმა კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა ქართველ შემტევზე რუსულ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტმა გეორგის ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩა „რუბინს“ დატოვებს, როგორ აისახება ეს ყაზანურ კლუბზე და შეძლებენ, თუ არა მის შეცვლას.

რა თქვა ჩერდანცევმა?

„ცუდ კითხვას მისვამთ. „იუვენტუსმა“ რონალდუ ვერ შეინარჩუნა, „ბარსელონამ“ კი მესი.  თანამედროვე ფეხბურთში ნორმად იქცა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი კარგად თამაშობს, იზრდება მისი სატრანსფერო ღირებულება და შემდეგ მას უკეთეს კლუბში ჰყიდიან. ეს იმიტომ ხდება, რომ ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ის ბიზნესიც გახლავთ.

კლუბებს ფული საარსებოდ სჭირდებათ. „რუბინი“ კი გამონაკლისი არ გახლავთ. ყაზანელები ხვიჩას კარგად ფასად თუ გაყიდიან, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ მათი მენეჯმენტი კარგად მუშაობს.

ვფიქრობ, კვარაცხელია არის უნიკალური ტალანტის მქონე ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლია თამაში. ბარსას ადგილზე, ხვიჩას მესის შემცვლელად მოვიყვანდი.  ქართველი ფეხბურთელი ინგლისსაც მოუხდებოდა.

ბრიტანეთში სწრაფი, მძლავრი და ტექნიკური ფეხბურთელები უყვართ. ხვიჩა კი ზუსტად ასეთია. თუ მას ტრავმები ხელს არ შეუშლის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნება.“

ვინ ინტერესდებოდა ხვიჩათი?

როგორც უკვე მოგახსენეთ, 20 წლის ქართველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო. ხვიჩას ევროპულ გრანდებს უკავშირებდნენ. გაიჟღერა „იუვენტუსის“, „მილანის“, „დორტმუნდის“, „ტოტენჰემის“ და „სევილიას“ სახელებმა. ყველაზე რეალური კი „დეზების“ ვარიანტი იყო, თუმცა საბოლოოდ კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ დარჩა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები