Aa
Aa

"ჩარკვი" - კვარაცხელიამ და დავითაშვილმა გარდაცვლილ მეგობარს პატივი მიაგეს

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში რუბინისა და ურალის მატჩი შედგა, სადაც მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (4-0).

გულშემატკივარმა მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია იხილა, რომელიც ტრავმის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა და ძალიან სწრაფად, შეხვედრის მე-2 წუთზე თანაგუნდელს, დანიელ ნახევარმცველს, ანდერს დრეიერს გაატანინა.

მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო სადაც 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანს დაემშვიდობა 

 

„ყოველთვის ჩვენ გულებში იქნები ჩარკვი!“

 

 

 

შეგახსენებთ,რომ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ფეხბურთელი  კორონავირუსით გარდაიცვალა. სპორტსმენმა საავადმყოფოში 12 დღე გაატარა. ინფიცირების შემდეგ ფეხბურთელის ფილტვები მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის ''დინამოს'' აკადემიის აღზრდილი იყო. მისი კარიერის ბოლო კლუბი თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' სარეზერვო გუნდი იყო. ასევე, გიორგი ნემსაძის ფორმაციის საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრი იყო.

ფეხბურთელს ასევე ზურიკო დავითაშვილიც დაემშვიდობა,რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტო და პოსტი განათავსა :

 

„დღეს შენი დღეა ჩემო ძმაო, ყველას გული დაგვწყვიტე და რთულია გადმოსცე ეს ტკივილი, მშვიდად განისვენე, მოგვენატრები და მუდამ ჩვენს გულში იქნები „

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები