თანამშრომლობის მემორანდუმი - სპორტის საერთაშორისო ფონდი ფუტსალის გუნდში
Aa
Aa

თანამშრომლობის მემორანდუმი - სპორტის საერთაშორისო ფონდი ფუტსალის გუნდში

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი ფუტსალის გუნდთან „ჯორჯიანსთან“ გააფორმა.

მემორანდუმს ხელი ფონდის მხრიდან, პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო „ჯორჯიანსის“ მხრიდან, პრეზიდენტმა აკაკი გვალიამ მოაწერეს. ხელშეკრულება  ქვეყანაში ფუტსალის განვითარებას და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს ერთგვარ სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ბავშვების გუნდები მომზადებას და საწვრთნელ შეხვედრებს ფუტსალში უფასოდ გაივლიან.

მემორანდუმის ფარგლებში ფონდი ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს „ჯორჯიანსს“, რასაც ყოველთვიური სახე ექნება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში გუნდი მიიღებს დამატებით ბონუსებს

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები