ყველა დროის რეკორდამდე ერთ ნაბიჯში - კრიშტიანუს მორიგი მიღწევა
Aa
Aa

ყველა დროის რეკორდამდე ერთ ნაბიჯში - კრიშტიანუს მორიგი მიღწევა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „იანგ ბოიზს“ ხვდება. ძირითად შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუ მოგვევლინა. ეს კი გარკვეულწილად ისტორიული შედეგია.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავმა იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა. საქმე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობას ეხება. ლეგენდარულ ესპანელ კიპერს 177 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. კრიშტიანუმ კი ეს შედეგი გაიმეორა.

აღსანიშნავია, რომ იკერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და 36 წლის პორტუგალიელი აუცილებლად დაამხობს ამ რეკორდს. რონალდუმ თუ ტრავმა ან დისკვალიფიკაცია არ მიიღო, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ახალი ისტორია ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დაწეროს.

ცნობისთვის, „იანგ ბოიზისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩში ანგარიში მე-13 წუთზე სწორედ კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა და ჩემპიონთა ლიგაზე 135-ე გოლი გაიტანა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები