Aa
Aa

"მათ პატივი უნდა ვცეთ" - პოჩეტინო ბრიუგესთან მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. პირველ ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „ბრიუგეს“ ესტუმრება. შეხვედრის წინ, პარიზელთა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა პოჩეტინომ?

„ბრიუგე არის გუნდი, რომელიც სწორ ფეხბურთს თამაშობს და ბელგიაში ბოლო წლებში დომინირებს. ისინი ფიზიკური სიძლიერით გამოირჩევიან და მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობენ. მათ მატჩის მიმდინარეობისას თავისუფლად შეუძლიათ ტაქტიკის შეცვლა. ბოლო ორ მატჩში „ბრიუგემ“ 5-3-2 სისტემით დაიწყო და შემდეგ 4-3-3-ზე გადავიდა. ბელგიელებს პატივი უნდა ვცეთ და მოგებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ჯერჯერობით არ ვიცი, თუ ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. ყველაფერს ბოლო ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ. ვართ თუ არა ფავორიტები? ჩემი აზრით პსჟ და ჩელსი მთავარი ფავორიტები არიან. თანაც, ლონდონელები მოქმედი ჩემპიონები არიან. ვიცი, რომ სეზონის ბოლოს ჩვენს შედეგებს ყველა მიკროსკოპით დააკვირდება. ჩვენზე ყოველთვის დიდი ზეწოლაა.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი კლუბისთვის მთავარი პრიორიტეტია. ეს ადვილი არ იქნება, თუმცა 12 წელია მწვრთნელი ვარ და ასეთი ფართო არჩევანი არასდროს მქონია. ძალიან დიდი შესაძლებლობები მაქვს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ.“

შეგახსენებთ, რომ „ბრიუგესა“ და „პარი სენ ჟერმენის“ მატჩი 15 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები