სენსაცია პირველივე ტურში - იანგ ბოიზმა მანჩესტერს ბოლო წუთზე მოუგო
Aa
Aa

სენსაცია პირველივე ტურში - იანგ ბოიზმა მანჩესტერს ბოლო წუთზე მოუგო

ჩემპიონთა ლიგა ხმაურიანი სენსაციით დაიწყო. კრიშტიანუ რონალდუ და „მანჩესტერ იუნატედი“ შვეიცარიაში „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ 1:2 დამარცხდა.

„მანკუნიანელები“ პირველ ტაიმში დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და შეხვედრის მსვლელობას აკონტროლებდნენ, რაც რონალდუს გოლმა კიდევ უფრო განამტკიცა. უნდა აღინიშნოს ბრუნო ფერნანდეშის შესანიშნავი საგოლე გადაცემა.

ასევე აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა. საქმე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობას ეხება. ლეგენდარულ ესპანელ კიპერს 177 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. კრიშტიანუმ კი ეს შედეგი გაიმეორა.

თუმცა ტაიმის მეორე ნახევარში აარონ ვან ბისაკამ უხეშად ითამაშა, მეტოქეს ფეხი კოჭში ჩაარტყა და არბიტრმა ის მოედნიდან გააძევა, რის შემდეგაც მატჩის სცენარი მალევე შეიცვალა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა მომენტების შექმნა დაიწყეს. 66-ე წუთზე მუმი ნგამალუმ ანგარიში გაათანაბრა.

მნიშვნელოვანი მომენტი იყო 72-ე წუთი, როცა სულშერმა რონალდუ გაიყვანა და მის ნაცვლად ლინგარდი შეუშვა. ამ ცვლილებით ნორვეგიელმა ნახევარდაცვა გააძლიერა, თუმცა „იუნაიტედმა“ თამაში მეტად დაკარგა და "იუნაიტედის" კარში გასული მეორე გოლი სწორედ ჯესის სინდისზეა.

საბოლოოდ, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ჯორდან სიბაჩუმ „იანგ ბოიზს“ ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში „მანჩესტერისა“ და „იანგ ბოიზის“ გარდა „ატალანტა“ და „ვილიარეალი“ იმყოფებიან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები