Aa
Aa

"ბარსელონას არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს" - ნაგელსმანი მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. კატალონიის „ბარსელონამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ნაგელსმანმა?

„მე ვთქვი, რომ ბარსა მესის გარეშე არც უკეთესი იქნებოდა და არც უარესი. მათ არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავთ. თავს შესანიშნავად ვიცავდით. პირველი წუთების შემდეგ გარკვეული ასპექტები შევცვალეთ და ამის შემდეგ გაცილებით ბევრი მომენტი გვქონდა, ვიდრე საწყის ეტაპზე.

ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებით დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ გამარჯვებული გუნდი ვართ. არსებობს თამაშები, რომლებიც მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება. მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. თამაშის შემდეგ, ყველაფერი გავაანალიზე და ვთვლი, რომ გაცილებით მეტი შეგვეძლო.“

შეგახსენებთ, რომ ნგარიში 34-ე წუთზე ტომას მიულერმა გახსნა. მატჩი ძირითადად გერმანელთა კარნახით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში ნაგელსმანის ბიჭებმა ზეწოლა გააძლიერეს და 56-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.

„ბარსელონა“ მომენტების შექმნას ცდილობდა, თუმცა რეალურ სახიფათო ეპიზოდთან ახლოსაც არ ყოფილა. 85-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები