Aa
Aa

"ასეთი პირობები საქართველოშიც არ მქონია" - ავთანდილ ხურციძე აშშ-ს ციხიდან გაათავისუფლეს

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში ციხიდან გაანთავისუფლეს. ინფორმაციას მოკრივე სოციალური ქსელით ავრცელებს.

ციხიდან გამოსვლამდე ხურციძემ განცხადება გავრცელა. მისი თქმით ის კარგ სპორტულ ფორმაშია და კარიერის დასრულებას არ გეგმავს.

„გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთ წლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს, არ დაგზარდებით და აგისახავთ ამა თუ იმ პირობებს, ფეხბურთის სტადიონი სტანდარტებში მოთავსებული ირბინე ენის წაგდებამდე არაა პრობლემა კრუგზე შტანგების და ტრენაჟორების დარბაზი, ტიხარი გვერდით სარბენი მანქანები ერთი ოთხი, რავიცი სკაკალკები , მძიმე ბურთები, პრესის საკაჩაო დანადგარები და სხვადასხვა ესეთი მოსამზადებელი საშუალება არც ჩემს ქვეყანაში არასდროს არ მქონია. ასე რომ მე კმაყოფილი ვარ ესეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად მყოფი კარიერის გასაგრძელებლად“ - განაცხადა ხურციძემ

ასევე ციხიდან გამოსვლამდე ავთანდილის დედის განცხადებაც გავრცელდა,სადაც მან აღნიშნა,რომ მისი შვილი საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს.

„მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ხელისუფლებაზე, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ჩემს შვილს დახმარებოდნენ. ციხეს ავთო მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს,“- განაცხადა მაყვალა ხურციძემ

შეგახსენებთ, „ჩაქუჩა“ 2017 წლის 8 ივნისს 14 ქართველთან ერთად აშშ-ში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. მას 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები